მთავარისიახლეებისაზოგადოებაღამით წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს

ღამით წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას მანქანა სახლის წინ დაწვეს

Published on

გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა.

პარტია “ლელო – საქართველოსთვის” წევრი, თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ გია ხარჩილავას მანქანას, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა სავარაუდოდ, საწვავი გადაასხეს და დაწვეს.

“მე სიტყვები არ მაქვს, რომ გითხრათ, რომ უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს, ნამდვილად არა. ბუნებრივია, გამოძიება დაადგენს მომხდარს, გვაქვს ამის იმედი”, – ამბობს ბელქანია.

მისი თქმით, შემთხვევა დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზიანებული მანქანის ნაწილები პოლიციის შენობაშია გადატანილია.

სიახლეები

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...