რუსეთის დუმამ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ერთხმად დაუჭირა მხარი. პუტინის კანონპროექტისა და საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა არცერთ დეპუტატს არ მიუცია.
30 სექტემბერს პუტინმა კრემლში ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. მან თქვა, რომ რუსეთს “ოთხი ახალი რეგიონი აქვს”. ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ეს ხალხის არჩევანი, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმებზე გამოვლინდა.
დასავლეთი და ცივილიზებული სამყრო რეფერენდუმებს და მის შედეგებს არ აღიარებს, შესაბამისად, გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.