მთავარისიახლეებიმსოფლიოშეტაკებები ზოოპარკთან და გამარჯვების გამზირზე - ოკუპანტები კიევს დიდი ძალებით უტევენ

შეტაკებები ზოოპარკთან და გამარჯვების გამზირზე – ოკუპანტები კიევს დიდი ძალებით უტევენ [Video]

Published on

უკრაინის დედაქალაქი აქტიური თავდაცვის რეჟიმზეა გადასული. ამ დროისთვის კიევს ოკუპანტები დიდი ძალებით, სხვადასხვა მხრიდან უტევენ. აგრესორთა ერთმა ჯგუფმა იერიში მიიტანა გამარჯვების გამზირზე მდებარე ერთერთ სამხედრო ნაწილზე – მტერი უკუგდებულია. 

ამავდროულად, შეტაკებები მიმდინარეობს კიევის ზოოპარკთანაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტები შეტევას იწყებენ ტელეანძის მიმართულებითაც. უკრაინული მედიის ცნობით, მეტროსადგურ „ბერესტეისკაიასთან“ ხიდი ააფეთქეს

REUTERS აქვეყნებს ინფორმაციას და თანამგზავრული maxar-ის ფოტოგრაფიკას, საიდანაც ირკვევა, რომ ამ დროისთვის ბელორუსიდან უკრაინის მიმართულებით 150-მდე სატრანსპორტო ვერტმფრენი გადაადგილდება. 

აშშ-მა მზადყოფნა გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ევაკუაციისთვის, თუმცა, უკრაინის პირველი პირი და უმაღლესი მთავარსარდალი, სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად, კიევში რჩება. 

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...