მთავარისიახლეებირუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

Published on

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა “მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიციის” გამო არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა.

“რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არასასურველად ცნო ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დროას საქმიანობა”. – განაცხადეს რუსეთის პროკურატურის პრესსამსახურში.

“დროას წარმომადგენლებს მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური პოზიცია აქვთ და მათი მიზანია საქართველოსთან მიმართებით ჩვენი ქვეყნის ქმედებების დისკრედიტაცია. ისინი რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ნორმალიზებას ეწინააღმდეგებიან, ითხოვენ სავიზო რეჟიმის აღდგენასა და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტას. მიიჩნევენ, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები და ამიერკავკასიის სახელმწიფოს სუვერენიტეტი“. – აღნიშნეს გენერალურ პროკურატურაში.

რუსეთის პროკურატურის განცხადების მიხედვით, პარტიის საქმიანობა “ორიენტირებულია ადგილობრივი მმართველი ელიტის რუსეთთან კავშირების ეგრეთ წოდებულ მხილებაზე, საქართველოს ერთპარტიული სისტემის დემონტაჟსა და ევროკავშირში ქვეყნის დაჩქარებული ინტეგრაციის იდეის წინ წამოწევაზე”.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დროას ლიდერი [ელენე ხოშტარია] “საქართველოს მმართველ პარტიას პრორუსული კურსის მხარდაჭერასა და სახელმწიფოს ევროინტეგრაციის პროცესისგან იზოლირების მცდელობაში ადანაშაულებს”. ამასთან, ხაზგასმულია, რომ პარტია უკრაინის რეჟიმს მხარს უჭერს და საქართველოს “კარპატების რვიანში” ჩართვას მოუწოდებს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთ უკრაინაში გამართულ სამიტზე, რომელიც სავაჭრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავდა მიზნად, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კარპატების რეგიონის რვა ქვეყნისგან შემდგარი ახალი გაერთიანება დააფუძნა.

შეხვედრაზე ზელენსკიმ რეგიონულ მოკავშირეებს მადლობა გადაუხადა 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სავაჭრო და სატრანსპორტო კავშირების შენარჩუნებისთვის.

“კარპატები შეიძლება ევროკავშირისთვის ენერგომომწოდებლად იქცეს და არა მხოლოდ სატრანზიტო რეგიონად, ეს კი პირდაპირ უწყობს ხელს ევროპის მიზანს, მიაღწიოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას”.- დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ტელეგრამზე.

ახალ გაერთიანებაში რუმინეთი, სერბეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ავსტრია, უნგრეთი და ევროკავშირი შედიან.

ზელენსკის თქმით, გაერთიანება ქვეყნების მეტად დაახლოებას შეუწყობს ხელს და ევროკავშირის დონეზე თანამშრომლობის კიდევ ერთ მყარ ჩარჩოს შექმნის. მან ხაზი გაუსვა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, უსაფრთხოების გაფართოებას, ენერგეტიკულსა და ლოგისტიკურ თანამშრომლობას.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...