მთავარისიახლეებიპოლიტიკანიდერლანდური ავიაკომპანია KLM უკრაინაში ფრენებს დროებით წყვეტს

ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM უკრაინაში ფრენებს დროებით წყვეტს

Published on

ნიდერლანდური ავიაკომპანია KLM უკრაინისკენ ფრენებს აუქმებს. ინფორმაციას ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

“KLM წყვეტს უკრაინაში ფრენას. კიევისკენ შემდეგი ფრენა ამაღამ იყო დაგეგმილი, თუმცა არ განხორციელდება. ეს გადაწყვეტილება მოგზაურობის შესახებ წითელი ფერის გაფრთხილებისა და უსაფრთხოების სიღრმისეული ანალიზის შედეგია.” – წერია ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ასევე დღეს უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელია, რომ KLM-ის გარდა სხვა კომპანიებიც მსგავს გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ამიტომ დეპუტატი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინაში დაბრუნების მსურველ მოქალაქეებს მოუწოდებს გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. 

„ერთ-ერთმა უდიდესმა ბრიტანულმა სადაზღვევო კომპანიამ უკვე გამოგვიგზავნა შეტყობინება, რომ ხვალიდან, ლონდონის დროით 14:00 საათიდან (კიევის დროით 16:00 საათიდან) უკრაინის საჰაერო ზონაში მყოფი სამოქალაქო ფრენების დაზღვევა შეწყდება.

ავიატრანსპორტის მფლობელები მათ თვითმფრინავებს უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლას უკვე უკრძალავენ.

ამ მომენტისთვის, KLM-მა გააუქმა მისი ფრენები, Sky Up ფუნშალი- კიშინოვის რეისს უკვე ასრულებს, დღეს ველით აკრძალვებს Air France-სგან.

მნიშვნელოვანია, რომ თუ საზღვარგარეთ იმყოფებით და სახლში დაბრუნებას ცდილობთ, ახლა ამის გაკეთების საუკეთესო დროა, რადგან უახლოეს 1-2 კვირაში, სავარაუდოდ ძალიან რთული იქნება დაბრუნება.“ – წერს დეპუტატი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფრთხის გამო არაერთმა ქვეყანამ უკვე მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს უკვე მოუწოდა უკრაინის დატოვებისკენ. 

დღეს გავრცელდა ინფრომაცია, რომ ისრაელი თავის მოქალაქეების უკრაინიდან გაყვანას იწყებს.  ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც აშშ-ის ოფიციალური პირებისგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში სამშაბათს შეიჭრას. ავიაკომპანია Arkia-მ კი გამოაცხადა, რომ უკრაინიდან ორშაბათსა და სამშაბათს 2 საევაკუაციო ფრენა განხორციელდება.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში მყოფ ბრიტანეთის ოფიციალურ პირებსა და მოქალაქეებს ქვეყნის კომერციული რეისებით დატოვებისკენ მოუწოდებს და უკრაინაში მოგზაურობისგან თავის შეკავებასაც ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ თავის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს ნიდერლანდები, იაპონია, ლატვია და სამხრეთ კორეაც.

სიახლეები

ძმები ფეიქრიშვილების დედა ივანიშვილს მიმართავს

დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედა, ნინო აბრამიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და...

მათი დღეები დათვლილია! – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნებისთვის“ სუბიექტურად უფრო მომგებიანი იქნებიდა არსებული პოლიტიკური სპექტრისა...

დავით ფეიქრიშვილს სახის ძვლები აქვს ჩამტვრეული – ადვოკატი

ტყუპების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების ადვოკატი პაატა გოგიაშვილი „პირველებთან“ საუბარში აცხადებს, რომ დავით ფეიქრიშვილი...

პარტიების აკრძალვის სარჩელი კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს ეწინააღმდეგება – TI

კონსტიტუციური სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოში დასრულდება პოლიტიკური პლურალიზმი და საარჩევნო დემოკრატია, ვერ აკმაყოფილებს...