მთავარისიახლეებიმსოფლიოპენტაგონი: 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის სრულ მზადყოფნაშია

პენტაგონი: 8 500 ამერიკელი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის სრულ მზადყოფნაშია

Published on

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის თქმით, 8 500მდე ამერიკელი ჯარისკაცი სრულ მზადყოფნაშია უკრაინის საზღვართან მობილიზებისთვის.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა პრეზიდენტ ბაიდენის მითითებით გასცა სამხედროთა მზადყოფნის ბრძანება. ეს არის ყველაზე ახალი ნაბიჯი, რაც აშშ-მ უკრაინაში რუსეთის პოტენციური შეჭრისთვის მოსამზადებლად გადადგა.

პენტაგონის პრესსპიკერმა განმარტა, რომ სამხედრო დანაყოფების უკრაინაში გადასხმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული.

კირბის თქმით, ამერიკელი სამხედროების მობილიზების მიზანია რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში გაამაგროს NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები. თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი სამხედროები ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ვითარებისთვისაც მზად არიან.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადადგა დამატებითი ნაბიჯები რომ გაზარდოს მისი ძალების მზადყოფნა, როგორც სახლში ასევე საზღვარგარეთ, რათა მზად იყვნენ სხვადასხვა გაუთვალისწინებელ ინციდენტზე პასუხისთვის, მათ შორის NATO-ს ძალების მხარდასაჭერად, თუ ისინი გააქტიურდებიან. NATO-ს საპასუხო ძალები 40 000 სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცს მოიცავს“ – თქვა კირბიმ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის იმ სამხედრო დანაყოფების იდენტიფიცირების საბოლოო ეტაპზე იყო, რომელთა გაგზავნასაც აღმოსავლეთ ევროპაში განიხილავს.

ბაიდენის ადმინისტრაციის წევრების თქმით, სამხედრო ძალების გადასხმა უკრაინის მიმართ რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეს უკავშირდება.

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...