მთავარისიახლეებივოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ზელენსკიმ შეხვედრაზე ყოფილ პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მთავრობის ახალი მეთაური, იულია სვირიდენკო და მინისტრები წარადგინა.

უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა ასე გამოიყურება: პრემიერმინისტრი – იულია სვირიდენკო; პრემიერმინისტრის პირველი მოადგილე და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი – მიხაილო ფედოროვი; თავდაცვის მინისტრი დენის შმიგალი; საგარეო საქმეთა მინისტრი – ანდრეი სიბიგა; პრემიერმინისტრის მოადგილე, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის მინისტრი – ალექსეი კულება; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში პრემიემინისტრის მოადგილე – ტარას კაჩკა, ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრი – მატვეი ბედნი, იუსტიციის მინისტრი – ჰერმან გალუშჩენკო; ენერგეტიკის მინისტრი – სვეტლანა გრინჩუკი; უკრაინის სოციალური პოლიტიკისა და ერთიანობის მინისტრი – დენის ულიუტინი; უკრაინის ვეტერანთა მინისტრი – ნატალია კალმიკოვა; შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი – იგორ კლიმენკო; განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – ოქსენ ლისოვოი; ჯანდაცვის მინისტრი – ვიქტორ ლიაშკო; ფინანსთა მინისტრი – სერგეი მარჩენკო; ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ალექსეი სობოლევი.

განახლებული მთავრობის შემადგენლობის დამტკიცებასთან დაკავშირებით რადას სხდომაზე კენჭისყრა დღეს გაიმართება.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...