ალვის ხეების სანერგე აბაშაში გარემოსდაცვითი ღონისძიების ფარგლებში ფუნქციონირებს

0
606

აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარანი- უკვე მეხუთე წელია, რაც დანიელი იასპერ იორგენსენსი აქ ალვის ხეების სანერგეს აშენებს. სამეგრელოში სააქციო საზოგადოება მარანის ინვესტიცია ერთ-ერთი მსხვილი დაბანდებაა.იასპერ იორგენსის თქმით, დასავლეთ საქართველოს მიწა და კლიმატური პირობები ჰიბრიდული ალვის ხისთვის ხელსაყრელია. აქ უხვი ნალექი და ჭარბი მზეა ამ დროისთვის, მას უკვე 167 ჰექტარზე აქვს დარგული ალვის ხის ნერგები.
მარანში ჩვენი მასპინძელი იყო CENN, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში დაინტერესებულ მედიის წარმომადგენლებს ყველა ინფორმაცია მიაწოდა და სანერგეც დაათვალიერებინა.
აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN, ოთხი რეგიონის მასშტაბით (კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, აბაშის მუნიციპალიტეტი, აჭარა) ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის / Austrian Development Cooperation (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლად ენერგო–გადაწყვეტილებების შესწავლას, ბიზნეს–იდეების განვითარებას და ამ გზით, ტყეზე არსებული ენერგეტიკული ზეწოლის შემცირებას ცდილობს. 167 ჰექტარზე გაშენებული ჰიბრიდული ალვის ხეები მოთხოვნით საქრგებლობს როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს გარეთ.
პირველი გამოცდილება იასპერ იორგენსენმა 2013 მიიღო, ჩეხეთის რესპუბლიკაში.მისი და მასთან მომუშავე ჯგუფის ამოცანა იყო, ქვანახშირის მაღაროსგან გამოწვეულ ნიადაგის დაბინძურებაზე გამკლავება. შემდეგ, ალვის ხეებზე გაეცნენ ინფორმაციას. საქმე ისაა, რომ მაღაროსგან წარმოქმნილი ნაწილაკები, რომლებიც ნიადაგს აბინძურებს, წყალს ერევა, ალვის ხე კი, ბევრ წყალს მოიხმარს და ბუნებრივი ცირკულაციის საშუალებით წყლის გასუფთავებას უწყობს ხელს. იასპერ იორგენსენმა დაიწყო ალვის ხეების მოშენება იმ ადგილებში, სადაც ადრე ქვანახშირის მაღაროები იყო.
„სანერგეში, ამდროისთვის, 40 ადამიანია დასაქმებული, –სამომავლოდ, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, სანერგე უკვე შევქმენით და თითო ჰექტარზე 65000 -67000 ნერგი დავრგეთ, მომდევნო ეტაპზე კი, პლანტაცია იქნება გასაშენებელი, სადაც 16050 ხე დაირგვება ჰექტარზე. პლანტაციაში უფრო მეტი ტერიტორიაა საჭირო, ამიტომაც თუკი ვისაუბრებთ 1 200 000 ჰექტარზე, ყოველწლიურად 2 000 000 ხე უნდა დავრგოთ. ამდენად, 5 წელიწადში, 10 000 000 ხე უნდა დავრგოთ და მოვუაროთ. 1 200 000 ჰექტრის მოსავლელად, 200 ადამიანი დაგვჭირდება.“ – აცხადებს იასპერ იორგენსენსი.

 

 

სეზონურად აბაშის რაიონიდან ათობით ადამიანია სასათბურე მეურნეობაში დასაქმებული, ხოლო მუდმივად 40 ზე მეტი ადამიანი.მაია კანკავაამბობს, რომ ჰიბრიდული ალვის ხის მოვლას თავისი სპეციფიკა აქვს.

„ჩვენ გვაქვს 1 250 000 დედა ხე. “დედა ხეს” ვუწოდებ იმ ალვის ხეებს, რომლებსაც ყოველწლიურად ჩვენ ვჭრით ძირამდე და შემდეგ, ახალ ტოტებს ისხამს, რომლებისგანაც ახალ ნერგებს ვქმნით.

სამი თვის მანძილზე, ის, დაახლოებით, 1 მეტრით იზრდება. ამ წელს, მიზნად გვაქვს, 3.5 მილიონი ახალი ხის წარმოება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ვიმუშავეთ საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდთან ერთად, რომელსაც ძალიან მოეწონა ბიომასის წარმოების იდეა.

მე 2018 წელს დავინიშნე მენეჯერად, ვიკვლევდით ნიადაგებს სადაც შესაძლებელი იქნებოდა ალვის ხის მოშენება, ერთ-ერთი საკვლევი ობიექტი სოფელი მარანი გახლდათ. სადაც უშუალოდ მე ჩავუყარე საფუძველი ალვის ხეებს, რამაც შედეგი გამოიღო და თანამშრომლებმა მას ჩემი სახელობის პარკი აუნუ მაის პარკი შეარქვეს.“- აცხადებს მაია კანკავა.

 

ინვესტორი საუბრობს იმაზე, რომ მას შეუძლია, ევროპელები ჩართოს მიწის შეძენისა და გამოყენების პროცესში რაც დამატებით მეტ სამუშაო ადგილს წარმოქმნის.

-მინდა მთავრობას ბრიკეტების და ენერგიის წარმოების შესახებ ჩემი იდეა გავაცნო. ასეთი ბიო რესურსი ნავთობის და სხვა ენერგრგომატარებლებისგან განსხვავებით გარემოს არ აბინძურებს. ასევე, მსურს საქართველოს მთავრობას შევთავაზო, რომ იტალიური ვერხვი ქარსაფარ ზოლად გამოიყენონ. ეს ხე იდეალურია ქარსაცავი ზოლის მოსაწყობად. მაგალითად, ქუთაისის აეროპორტთან შეიძლება მისი დარგვა, ქარსაც შეამცირებს და თვითმფრინავის გამონაბოლქვიც შეუძლია შეიწოვოს. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ალვის ხე რა რაოდენობის ნახშირორჟანგსაც შეიწოვს, იგივე რაოდენობის ჟანგბადს გამოყოფს. მისი ნარგავები ეროზიის რისკებსაც ამცირებს, აუმჯობესებს ბიომრავალფეროვნებას და იცავს გარემოს.

როგორც მოგახსენეთ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ და ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემს ძალებშია, რომ აქაურობა უკეთეს ადგილად ვაქციო. ფაქტობრივად, პირველები ვართ ევროპაში, ვისაც ერთ პლანტაციაზე სამი ტიპის პროდუქტი აქვს. მომდევნო წელს, 50 ჰექტარზე სიმინდის გაშენება გვინდა, საცდელად. არ ვიცით, როგორ გამოვა, თუმცა, თუ არ სცადე, ვერ გაიგებ. „საქართველოს არ აქვს დიდი რაოდენობით ნავთობი, არც ბუნებრივი აირი – ამ ყველაფრის შეძენა უწევს აზერბაიჯანისგან, რუსეთისა და უკრაინისგან. რატომაც არ უნდა შეგვეძლოს, თავად ვაწარმოოთ ენერგია, აქ, საქართველოში? საინტერესოა ისიც, თუ როგორ ჩანს საქართველო ევროპიდან. ჩვენ ამ ულამაზეს ქვეყანას „პატარა მწვანე ქვეყანას“ ვეძახით და ვთვლით, რომ მისი უფრო დამშვენებაც შეგვიძლია. ამის რესურსი კი საკმარისად ბევრია. მაგალითად, მიწა ნაკლებადაა გამოყენებული. თუკი, ქვეყანას ამ მიწის გამოყენების ინტერესი არ აქვს, მე შემიძლია ევროპელები ჩავრთო მიწის შეძენისა და დამუშავების პროცესში. ამაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე ვესაუბრე. ესაა დამატებითი ინვესტიცია ქვეყანაში.“ – აცხადებს იასპერ იორგენსენსი.

 

დავით ლუკავა

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული მიმართულება “რეპორტიორობა ჟურნალისტიკაში” I კურსის სტუდენტი

წინა სტატია,,ვინ უსმენდა ალასანია-სააკაშვილს უკანონოდ, თუ არა   თავად საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ სასაცილოა”
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: ეს არის პირველი ნაბიჯი, თუნდაც ერთად დგომაც პოზიტივია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური