მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვინ უსმენდა ალასანია-სააკაშვილს უკანონოდ, თუ არა   თავად საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ სასაცილოა''

,,ვინ უსმენდა ალასანია-სააკაშვილს უკანონოდ, თუ არა   თავად საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ სასაცილოა”

Published on

სასაცილო მასკარადი – ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე სუს-ის მიერ პრეზიდენტის ბიძის, გამოკითხვაზე დაბარების ფაქტს. 

ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლებას 2018 წელს დაწყებული გამოძიება დღეს გაახსენდა. ხელისუფლება ვითომ იძიებს, ვინ აყურადებდა თემურ ალასანიას საუბარს. სურთ 2018 წელს დაწყებული გამოძიების დღეს გაგრძელება. უცებ გამოეღვიძათ და სურთ, გამოძიება გააგრძელონ, რაც უბრალოდ სასაცილოა. საქმე არის აღძრული არა თემურ ალასანიას წინააღმდეგ, არამედ მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ვიღაცა მათ უსმენდა უკანონოდ. საქართველოს ხელისუფლების გარდა, ვინ უსმენდა ალასანია-სააკაშვილს უკანონოდ, მე ვერავინ წარმომიდგენია”- განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, დაკითხვაზე დაიბარეს. ლილუშვილის უწყებამ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრი სუს-ში მას შემდეგ გამოიძახა, რაც ალასანიამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

საქმე ეხება უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც გამოცემის მტკიცებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტსა და მისი ბიძის საუბარია ჩაწერილი.

 

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...