მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შვილმა და დედამ მოინახულეს

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შვილმა და დედამ მოინახულეს

Published on

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შვილმა და დედამ მოინახულეს.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე შეემჩნევა თუმცა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კარგია.

“აქვს სურვილი, რომ დაესწროს პროცესს და მეც იმედი მაქვს, რომ ამის შესაძლებლობა ექნება. პოლიტიკაზე დიდად არ გვისაუბრია. უბრალოდ მოვინახულეთ. ძალიან სასიამოვნო შეხვედრა იყო და იმედიანად ვუყურებ ახლო მომავალს, ზოგადად”, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

მესამე პრეზიდენტის დედის  გიული  ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად არის, თუმცა ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას აპირებს.

,,დიდი განსხვავება ვერ შევატყვე. სუსტად არის, ძირითადად ზის. ეს ფერმენტები რაც გამოაცხადეს, როგორც ჩანს, ასეა. ეს პრობლემები არის. მე მაგალითად, ძალიან ვღელავდი გუშინ, იმიტომ, რომ იქ ვრცელი გამოსვლა ჰქონდა და გაძლო და არ ვიცი… იმედია, რომ ხვალაც იგივე მოხდება. ჩემთვისაც გუშინდელი მაგის გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამე ისეთი გავიგე, რაც არ ვიცოდი. 7 ნოემბრის დეტალებთან დაკავშირებით, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა დარჩეს.განწყობილია, რომ იყოს ხვალ პროცესზე” – თქვა გიული ალასანიამ. 

ხვალ 2 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება.

 

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...