მთავარიUncategorizedდღეიდან საქართველოში "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა

დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა

Published on

დღეიდან საქართველოში “მწვანე პასპორტი” ამოქმედდა. ბარათის გარეშე შესვლა შეუძლებელი ხდება რესტორნების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნეს ობიექტებზე, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებსა და სასტუმროებში.

ამბობენ, რომ რეგულაცია მკაცრად გაკონტროლდება. თუ რომელიმე ობიექტი მწვანე ბარათის კონცეფციას დაარღვევს, ინდ მეწარმისთვის ჯარიმა 2000 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის კი 10 000. ასევე, დღეიდან რესტორნებისთვის სამუშაო დროის შეზღუდვა იხსნება და ობიექტები მათთვის სასურველი დროით იმუშავებენ.

“მწვანე პასპორტები ეს არის პირობა, რომლის შედეგადაც ეკონომიკა კიდევ უფრო უნდა ამუშავდეს. მოსულ სტუმარს აქვს QR კოდი, რომელიც სმარტფონით ნამდვილად გაკონტროლდება, სადაც დანახული იქნება პიროვნების სახელის და გვარის ინიციალები და სახე და, ამ შემთხვევაში, დადასტურდება, რომ ის აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც “მწვანე პასპორტს” ეკუთვნის,”- აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე. 

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...