სახალხო დამცველი სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად სააკაშვილთან შევიდა

0
253

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფთან ერთან N18 სამკურნალო დაწესებულებაში შევიდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

“მოვედით საღამოს ექსპერტებთან ერთად და როგორც უკვე აღვნიშნე, ამ ვიზიტის მიზანი არის რომ ჩვენმა სამედიცინო ექსპერტებმა შეაფასონ პატიმარ და პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, გაეცნონ იქ არსებულ სამედიცინო ინფრასტრუქტურას, იმისათვის, რომ წარმოგვიდგინონ მათი ექსპერტული მოსაზრებები. არსებობს თუ არა ის სამედიცინო აღჭურვილობა თუ პირობები ადგილზე რაც ამ ტიპის პაციენტისთვის იქნებოდა მკურნალობის ადეკვატური და ეფექტური საშუალება. ასევე არამხოლოდ შიმშილობის გაგრძელების, არამედ შიმშილობის შეწყვეტის პერიოდში შესაძლებელია თუ არა ადგილზე გაეწიოს ადეკვატური მკურნალობა ისე რომ დაცული იყოს მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, როგორც ამას ითხოვს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში,” – ამბობს ნინო ლომჯარია.

წინა სტატია“ტყუილი და სიძულვილი – სამწუხაროდ მხოლოდ ეს დარჩა დღეს “ქართული ოცნებისგან” – ბექა ლილუაშვილი
შემდეგი სტატია,, მე აქედან არ გავალ, სანამ საქართველოს ექსპრეზიდენტს საქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.” – პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური