“ტყუილი და სიძულვილი – სამწუხაროდ მხოლოდ ეს დარჩა დღეს “ქართული ოცნებისგან” – ბექა ლილუაშვილი

0
244

პარტია”საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნება” გააკრიტიკა.

დეპუტატი მმართველი გუნდის მიერ სტრატეგიული პარტნიორების მიმართ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მიუღებელია ყველას, ვინც “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს, ენმ-ის მხარდამჭერი “ცალკეული ინდივიდი” უწოდო.

“ტყუილი და სიძულვილი – სამწუხაროდ მხოლოდ ეს დარჩა დღეს “ქართული ოცნებისგან”. ყველა ის მიღწევა, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად მივაღწიეთ, აღარ არსებობს. ამას გვითითებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელსაც თქვენ ცალკეულ, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერ ინდივიდებს ეძახით ხოლმე. ვინ არის ინდივიდი, ევროკავშირის ელჩია ცალკეული ინდივიდი?”, – მიმართა ბექა ლილუაშვილმა “ქართული ოცნების” დეპუტატებს​.

წინა სტატიასახალხო დამცველი მოითხოვს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მისივე ბრალდების სასამართლო განხილვებში დასწრების უფლემა მიეცეს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად სააკაშვილთან შევიდა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური