,, მე აქედან არ გავალ, სანამ საქართველოს ექსპრეზიდენტს საქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.” – პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს

0
292

მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე  დღეიდან საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შიმშილობს.

,, მე აქედან არ გავალ. სანამ საქართველოს ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.”

პაატა ბურჭულაძე  მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად საქართველოში, დღეს, 16 ნოემბერს დაბრუნდა და მედიასთან  ხსნის თავისი შიმშილობის მიზეზებსა და მიზნებს.

ვშიმშილობ იმიტომ, რომ   მიხეილ სააკაშვილი არ გადაჰყავთ მულტიფუნქციურ კლინიკაში, გარდა მაგისა, კიდევ გამოაქვეყნეს სამარცხვინო კადრები, შეგვარცხვინეს მთელი საქართველო, ამიტომაც მე ჩამოვედი. მე მინდა ჩემი მოკრძალებული პროტესტი გამოვთქვა და დღეიდან დავიწყო შიმშილობა, შევუერთდები მე ჩემებურად, მე არ მინდა მონაწილე ვიყო ჩემი პრეზიდენტის გარდაცვალების, თუ ჩვენ დავკარგეთ სააკაშვილი, ჩვენ დავკარგავთ საქართველოს, დავკარგავთ მკაფიო და ნათელ წარსულს, რომელიც ჩვენ გვქონდა”.- ამბობს ბურჭულაძე მთავარ არხთან. 

წინა სტატიასახალხო დამცველი სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან ერთად სააკაშვილთან შევიდა
შემდეგი სტატიაომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფის ყველა წევრი მაღალკვალიფიციური და კეთილსინდიერი სპეციალისტის რეპუტაციით სარგებლობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური