მთავარიUncategorizedხალხმა შსს წინ და უკან არბენინა

ხალხმა შსს წინ და უკან არბენინა

Published on

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ გაიგო, რას აკეთებენ მსვლელობის მონაწილეები და ვერც გაიგებს. მისი თქმით, ძალა, რომელიც “რეჟიმს ეწინააღმდეგება”, გაცილებით დიდი ინტელექტუალური უპირატესობით სარგებლობს.

“ახლა სპეცრაზმი იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადაისროლეს, ჩვენ წამოვედით აქეთ, ისინი გამოგვყებიან უკან […] კიდევ ერთხელ კარგად დაინახოს ყველამ, რას ნიშნავს არაძალადობრივი პროტესტი […] ძალიან ტრაგი-კომიკური ვითარება არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში შექმნილი. არბენინებენ წინ და უკან, ვერ გაიგეს რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ, იმიტომ, რომ ის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება რეჟიმს გაცილებით დიდი ინტელექტუალური, პასუხისმგებლიანი, მორალური, ზნეობრივი უპირატესობით სარგებლობს, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ”, — აცხადებს ის.

დღეს ოპოზიციის აქციის პარალელურად სანაპიროზე საპოლიციო სპეცტექნიკა, მათ შორის, წყლის ჭავლისა და სახანძროს მანქანები გამოჩნდა. იქვე მდგარ ყვითელ ავტობუსებში კი მობილიზებულია სპეცრაზმი 

სიახლეები

ნუ ცდიან ჩვენს ძალას, ვინც ეს სცადა, თავი რკინის მუშტით გაუტყდა – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე უმკაცრესი განცხადება გააკეთა ნახიჩევანის ინცინდენტის შესახებ, არმიას...

ირანი მათი მხრიდან ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას არ ადასტურებს

ირანის ხელისუფლებაში აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე თავდასხმაზე კომენტარი გაკეთდა - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე...

“საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი გზით” – კალასი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ...

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა

ნახიჩევანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა - როგორც აზერბაიჯანული მედია APA...