მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი სააკაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრებულია.ახლა უკვე საკითხი ამ ყველაფრის სწორად გაფორმებაზეა...

პრეზიდენტი სააკაშვილი: ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრებულია.ახლა უკვე საკითხი ამ ყველაფრის სწორად გაფორმებაზეა მიმდგარი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამჯერად “ევროკავშირის რეფერენდუმი” საერთო, სახალხო რეფერენდუმად უნდა გარდაიქმნას, რომელიც ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული. საქართველოს მეტი დასაკარგი დრო აღარ აქვს და ეს წელი გამარჯვების წელიწადია.

,,იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლისთვის და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე. გუშინდელი გადაწყვეტილებით ივანიშვილმა ფაქტიურად წინასწარ აღიარა მარცხი ოქტომბრის არჩევნებზე

“ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამ ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამეჯრად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების, მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები”,

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას უკვე აღარ გააჩნია.

მისივე განცხადებით, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო აღარ აქვს და ეს წელი გამარჯვების წელიწადია.
იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებისა და ივანიშვილის პირდაპირ ხელისუფლებიდან წასვლისთვის და ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე.

ჩვენ გვყავს ძალიან კარგი კანდიდატები თბილისში, ჩვენ ბევრ სხვა ადგილზე ვაყენებთ ძალიან კარგ კანდიდატს და ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რათა ყველამ დაინახოს, რომ არანაირი მხარდაჭერა საქართველოს მძარცველ ბანდას უკვე აღარ გააჩნია.

ქართველ ხალხს უნდა ღირსეული ცხოვრება და ამ გაჭირვების გადალახვა. მას მობეზრდა ჭაობში, სიღატაკეში, უპერსპექტივობაში ცხოვრება, სადაც ერთადერთი პერსპექტივა რასაც მას უსახავენ არის ქვეყნიდან გაგდება. ამიტომ, ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც, ჩემს ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამ სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილის ხელისუფლება დამთავრებულია. -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...