მთავარისიახლეებიკულტურარატომ თქვეს უარი ლიტერას ნომინანტებმა წულუკიანის სამისტროს კონკურსში მონაწილეობაზე?

რატომ თქვეს უარი ლიტერას ნომინანტებმა წულუკიანის სამისტროს კონკურსში მონაწილეობაზე?

Published on

,,რადიო თავისუფლება” აქვეყნებს ინტერვიუს მწერალ ტორესა მოსისთან, რომელმაც, მიუხედავად იმისა,რომ ნომინანტებს შორის მოხვდა,  უარი თქვა მონაწილეობა მიეღო ლიტერატურულ კონკურს „ლიტერაში“. კონკურსი მწერალთა სახლმა და კულტურის სამინისტრომ ერთობლივად გამოაცხადეს. „ლიტერას“ ექვსი ნომინაცია აქვსთითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით

რადიო თავისუფლება ტორესა ოსის  კონკურსზე  უარის  თქმის  მიზეზებზე   გაესაუბრა.

 

– რატომ თქვით უარი ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობაზე?

– როდესაც თეა წულუკიანი კულტურის მინისტრად დაინიშნა, ზოგადად კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროგრამებში მონაწილეობაზე ვთქვი უარი. თეა წულუკიანი არის გამორჩეულად ხისტი ადამიანი, რომელთანაც მარტივი ზრდილობის ფარგლებშიც კი შეუძლებელია ურთიერთობა. თუ ყველა წინა გამოცდილებას გავითვალისწინებთ და იმ ნაბიჯებს, რომელიც ამ ადამიანმა უკვე გადადგა, ველოდებით უარეს და უარესს. აქედან გამომდინარე, ჩემი პროტესტი ამ ფორმით გამოვხატე. მიმაჩნია, რომ ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ ზრდილობის და ურთიერთობის ფორმების დაცვა, სახელმწიფო სტრუქტურებს არ უნდა წარმოადგენდნენ, მით უმეტეს, კულტურას და ქართულ კულტურას.

– ახსენეთ გამოცდილებათეა წულუკიანთან ურთიერთობის რა გამოცდილება გაქვთ?

– ეს ადამიანი რამდენი წელია საჯარო ფიგურაა. ის არ არის ახალი სახე. ვიცნობთ ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობიდან. ვიცით მისი დამოკიდებულებები, თუ როგორ მართავდა სამინისტროს, როგორ უშვებდა ხალს სამსახურიდან ფეისბუკპოსტების გამო. ეს ხომ ადამიანის თვისებაა, ამას ხომ ვერსად წაიღებ. ამ მეთოდებით და დამოკიდებულებებით კულტურის სფეროში მოსვლა არის დამღუპველი. თან კულტურა არის მოწყვლადი სივრცე, რადგან ყველა სამინისტროს გაერთიანების პირობებში მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი დაიკარგა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთბაშად არ ხდება, მაგრამ მე მაქვს მოლოდინი, რომ დადგება კრიზისი და ამ დროს ამ ადამიანთან კომუნიკაცია შეუძლებელი იქნება. ამიტომ ჯობს თავიდანვე ცხადი იყოს ყველაფერი და, საერთოდ, არ მქონდეს ბმა იმ სამინისტროსთან, რომელსაც ეს ადამიანი მართავს.

  • ლიტერაზე“ წარდგენილი იყო თქვენი წიგნი „ორდროშობანა“. ორიოდე სიტყვა რომ მითხრათ ამ წიგნზე.

– „ორდროშობანა“ საყმაწვილო რომანია, რომელიც შარშან “ინტელექტთან” ერთად გამოვეცი. უბრალოდ, სწორი კომუნიკაცია ვერ შედგა ჩემსა და გამომცემლობას შორის. მე საჯაროდ რომ გავაკეთე განცხადება, გამომცემელი არ გამიფრთხილებია და ტექნიკურად მოხდა ისე, რომ სხვა წიგნებთან ერთად “ორდროშობანაც” გაგზავნა კონკურსზე. შემდეგ დავურეკე გამომცემელს და ვთხოვე, ამოეღო.

– რა დააკლდება მწერალს ამ პროგრამებში მონაწილეობაზე უარის თქმითკონკრეტულად თქვენ რა დაგაკლდებათ?

– ეს ბევრ რაღაცაზე უარის თქმას ნიშნავს, მათ შორის, მთარგმნელობით პროგრამებში მონაწილეობაზე უარის თქმას. თუ რომელიმე უცხოელი გამომცემლობა ჩემი წიგნით დაინტერესდება, ის პრაქტიკულად ჰაერში იქნება გამოკიდებული, რადგან უცხოელებთან ურთიერთობა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და მე ვეღარ ვისარგებლებ შესაბამისი პროგრამით. ეს შეიძლება შეეხოს სარეზიდენციო პროგრამებს, წიგნის ფესტივალებსაც, თუკი სამომავლოდ კულტურის სამინისტრო იქნება მათ სპონსორებს შორის. ბევრ ისეთ აქტივობას შეიძლება შეეხოს, რომელშიც, ზოგადად, ჩართული არის ხოლმე კულტურის სამინისტრო. მარტივი არ იქნება, მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის.

საქართველოს კულტურის მინისტრ თეა წულუკიანისადმი პროტესტის ნიშნადლიტერატურული კონკურსიდან „ლიტერა“ თავისი წიგნი „მივიწყებულნი“ მათე სარალიშვილმაც მოხსნა. „ჩემს წიგნს ვერ ვუღალატებ“, – დაწერა მან „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე. „ვინც ბოლო დროის ქაოსსუკულტურობას და უსამართლობას გულწრფელად განიცდის, “კულტურისსპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს” სახელით ჩატარებულ კონკურსში მონაწილეობას არ და, ალბათ, ვერ მიიღებს“, – წერს მათე სარალიშვილი.

სიახლეები

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის პროცესი დაიწყო. სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. დაცვის მხარე...

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას კარგავს

საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

ცისფერ გალერეასთან "პუბლიკას" ჟურნალისტს სცემეს - გავრცელებული ინფორმაციით, მინდია გაბაძეს ფიზიკურად "ქართული ოცნების" ტიტუშკები...

ნიკა, როგორც პოლიტიკური ფიგურა, უნდათ რომ მოაშორონ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს -სოფო ლილუაშვილი

მოსამართლე ჩაგუნავას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკა გვარამიას მარნეულის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანენ. სასამართლო სხდომის შემდეგ...