ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ,,ეს ფულის მონა ტყიურები მაინც ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში”

0
241

გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს და აღნიშნავს, რომ არანაირი სიმპტომი არ ჰქონია და არც ახლა აქვს.

“პრეზიდენტ მიშელთან შეხვედრას ვერ ვესწრები შეხვედრაზე დასწრების წინაპირობა იყო PCR ტესტი გუშინ დამტესტეს და დღეს მითხრეს რომ პასუხი დადებითია არანაირი სიმპტომი არც მქონია, არც მაქვს, მაგრამ გასაგებია, რომ შეხვედრაზე ვერ მოვხვდები”, — წერს ჯაფარიძე.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს პოზიცია, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ ევროატლანტიკურ გეზს გადაუხვია. მისივე აზრით, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს “გადაგდებისთვის”.

“ევროკავშირის მხრიდან საჭიროა დიაგნოზის საჯაროდ და ზუსტად დაფიქსირება, ყოველგვარი ზედმეტი დიპლომატიურობისა და ენის მოჩლექის გარეშე – რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველომ გადაუხვია ევრო-ატლანტიკურ გეზს

არც მეტი, არც ნაკლები:

ამ გზავნილის გაგონება მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც სჯერა რომ ოცნება პროდასავლური ძალაა

ასევე, ოცნებამ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი ევროკავშირის და აშშ-ს გადაგდებისთვის. სხვა შემთხვევაში ოცნება კიდევ უფრო გათავხედდება. ასეთი ფასი შეიძლება იყოს ინდივიდუალური სანქციები. დასასანქცირებელი ხალხის ნაკლებობას არ განვიცდით

ნებისმიერი სხვა ნაბიჯი პრეზიდენტ მიშელის მხრიდან, მათ შორის მცდელობა ხელახლა დაჯდეს ოპოზიცია მოლაპარაკების მაგიდასთან, ისე რომ ოცნებას წინა გადაგდებისთვის არ ჰქონდეს გადახდილი სათანადო ფასი, იქნება ფუნდამენტური შეცდომა, კიდევ უფრო გააველურებს ხელისუფლებაში მყოფ ძალას და ბევრად უფრო ღრმა კრიზისში ჩააგდებს ქვეყანას

ანუ, ეს ფულის მონა ტყიურები მაინც ვერ შეათრევენ ამ ქვეყანას რუსეთის უკანალში, ამის გარანტიას ვიძლევი

უბრალოდ მაინტერესებს ამ ბრძოლაში უნდა მქონდეს თუ არა ევროკავშირის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების იმედი

არაფერი სხვა ამ შეხვედრიდან მე არ მაინტერესებდა”. – წერს ზურა ჯაფარიძე.

 

ზურაბ ჯაფარიძე ჩინური წარმოების ვაქცინა სინოფარმით 5 მაისს აიცრა.

წინა სტატიაგარდაიცვალა 15, დაინფიცირდა 848 ადამიანი – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
შემდეგი სტატიანანა ალექსანდრია: ლექსო ლაშქარავასა და ქართველ დუგინებზე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური