მთავარიანტი COVIDარაავტორიზებულ ვაქცინას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ - ჯანდაცვის ექსპერტები "სინოვაკზე"

არაავტორიზებულ ვაქცინას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – ჯანდაცვის ექსპერტები “სინოვაკზე”

Published on

დღეიდან საქართველოში ჩინური ანტიკოვიდვაქცინით “სინოვალით” იმუნიზაციის მსურველთა დარეგისტრირება დაიწყო, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტთა თქმით, ხელისუფლების მხრიდან არასათანადო ლოჯისტიკის გამო ეს პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობს. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტი, ენმ-ის წევრი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს “სრულიად გაუგებარი ლოჯისტიკა” “სინოვაკთან დაკავშირებით:

“ერთადერთი ვაქცინის იმედად ვართ ამ ეტაპზე და ეს არის “სინოვაკი”, რომლის ლოჯისტიკა სრულიად გაუმართქავია, ადამიანებს უწევთ დედაქალაქიდან რეგიონებში გამგზავრება და ამ ადამიანების ხარჯზე, ვისაც აუცილებელი საკვების შესაძენი თანხაც კი არა აქვთ, ხელისუფლება აპირებს შიდა ტურიზმის განვითარებას”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

“4 მილიონამდე დოზის შემოტანაა დაანონსებული წლის ბოლომდე და ახლა ამ დოზების მხოლოდ რამდენიმე პროცენტია შემოტანილი, იმუნიზაცია იწყება არაავტორიზებული “სინოვაკით”, რასაც რეკომენდაციას არ და ვერ მივცემ, როგორც სპეციალისტი”- თქვა ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში 17 კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა, გარდაცვლილთაგან ორი რუხის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა.

დღევანდელი კოვიდსტატისტიკა: – 17 გარდაცვლილი, 388 ინფიცირებული, 1357 გამოჯანმრთელებული

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...