მთავარისიახლეებიაჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე გახდა

Published on

12 მომხრე არცერთი წინააღმდეგი – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ცოტნე ანანიძე აირჩიეს.

“ეს არ არის პრივილეგია, ეს არის პასუხისმგებლობა, მათ შორის, თითოეული თქვენგანის წინაშე და პასუხისმგებლობა საერთო მიზნებისა და ამოცანების მიმართ, რომელიც მოიცავს, პირველ რიგში, ხალხის სამსახურს.

ნებისმიერი მანდატი ეკუთვნის ხალხს და მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს ხალხს გაკეთებული არჩევანისთვის. მათი არჩევანი არ იყო სასარგებლო ჩვენი გუნდისთვის – ეს იყო სასარგებლო ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და სწორედ აჭარამ იცის ყველაზე მეტად სტაბილურობის, სიმშვიდის, ეროვნულობის, ოჯახური ფასეულობების ფასი. აჭარის ტკივილიანი ისტორია და აჭარა არის საქართველოს მარადიულობის სიმბოლო.” – განაცხადა ანანიძემ სიტყვით გამოსვლისას.

ანანიძის კანდიდატურა ქართულმა ოცნებამ წარადგინა.

ცნობისთვის, აქამდე ზემოთხსენებულ პოსტს დავით გაბაიძე იკავებდა. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება მან 30 მარტს გააკეთა.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...