მთავარისიახლეებიპოლიტიკაფუფუნება ხალხის ხარჯზე - ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ძვირადღირებულ კომფორტულ სამუშაო სივრცეს იწყობას

ფუფუნება ხალხის ხარჯზე – ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ძვირადღირებულ კომფორტულ სამუშაო სივრცეს იწყობას

Published on

,,ფუფუნება ხალხის ხარჯზე. ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა “ქართული ოცნებიდან”, მშობლიულ ქალაქში კომფორტული სამუშაო სივრცის მოწყობა დაიწყო”. – ამ სათაურით აქვეყნებს ,,მთვარი არხი ” ჟურნალისტ ემა გოგოხიას ინფორმაციას დეპუტატის მიერ სამუშაო ოთახისთვის ძვირადღირებული ავეჯის დაკვეთას დედაქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ავეჯის სახლისთვის

ირაკლი ჩიქოვანისთვის უკიდურესი ეკონომიკური კრიზისი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბიუჯეტის თანხები სულ მცირე კაბინეტის გასაახლებლად არ დაეხარჯა. “ოცნების” დეპუტატმა სამუშაო ოთახისთვის ძვირადღირებული ავეჯი დედაქალაქის ერთ-ერთ ცნობილ ავეჯის სახლს შეუკვეთა. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და მალე ავეჯი დანიშნულების ადგილზე იქნება.

საოფისე სკამი – 1140 ლარი, 6 სკამი სტუმრებისათვის – 2100 ლარი, საოფისე მაგიდა – 2555 ლარი, კარადა 2000 ლარი, ჯამში 7800 ლარის ღირებულების საოფისე ავეჯმა, რომელიც ირაკლი ჩიქოვანმა მაღაზია “ბელუქსში” პირადად შეარჩია, ზუგდიდის ახალი ბიურო, კონკრეტულად კი მაჟორიტარის კაბინეტი უნდა დაამშვენოს.

ჩიქოვანის ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც ახლა პარტიის ოფისში მუშაობენ, ავეჯის ფასზე არ საუბრობენ, მაგრამ ამბობენ, რომ ახალი ბიუროსთვის ავეჯის შეძენაში გასაკვირი არაფერია.

სიახლეები

პარასკევს თბილისის საქალაქო სასამართლო კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის კიდევ ერთ სარჩელს განიხილავს

მზია ამაღლობელი კობახიძის წინააღმდეგ - პარასკევს, 24 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მზია ამაღლობელის...

“სიტყვამ “რევოლუცია” არ შეგაშინოს მკითხველო!…” – შოთა თუთბერიძის დასკვნითი სიტყვა

"სიტყვამ "რევოლუცია" არ შეგაშინოს მკითხველო!..." - ილია ჭავჭავაძის ამ სიტყვებით დაიწყო უფლებადამცველმა შოთა თუთბერიძემ...

“არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ” – მიხეილ სააკაშვილი

"არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს მე არ ვაპირებ" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი,...

სუს-ი: დაკავებულია შპს “კოდორიჰესების” დეპარტამენტის უფროსი

დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და გაფლანგვის ფაქტზე შპს "ენგურჰესში" შემავალი, შპს "კოდორიჰესების" დეპარტამენტის უფროსი...