მთავარისიახლეებიპოლიტიკა,, წელს ვერ მოვიცილეთ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მოვიცილებთ 2021-ში"- ოპოზიცია მიმავალი წლის...

,, წელს ვერ მოვიცილეთ ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მოვიცილებთ 2021-ში”- ოპოზიცია მიმავალი წლის შედეგებს აჯამებს

Published on

2021 წელს ქვეყანა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისებითაც ხვდება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები 2020 წელს აჯამებენ და ამბობენ, რომ ორი მთავარი კრიზისი კორონავირუსი და გაყალბებული არჩევნები იყო. გასული წლის ერთერთ მთავარ მიღწევად კი, ოპოზიცია ერთობას ასახელებს. 

“მძიმე წელიწადი იყო ბევრი თვალსაზრისითაც, მაგრამ იყო ბევრი წარმატებაც მიღწეული, ერთერთი წარმატება იყო, რომ ოპოზიციამ მოახერხა და ერთიანობა არ მოარღვია. ვფიქრობ, რომ ხელისუფლება 2021 წელს შეიცვლება, სხვა გზა უბრალოდ არ იქნება”, – ამბობს “ენმ”-ს თავმჯდომარე ნიკა მელია 

“ჩვენ ეს წელიწადი დავიწყეთ პოლიტიკური დაპატიმრებებით. პანდემიამ, რომელმაც აბსოლუტური უკონტროლო სახე მიიღო და საბოლოო ჯამში გაყალბებული არჩევნების შემდეგ ერთპარტიული პარლამენტი. მთავარი პოლიტიკური მოვლენა იყო ის, რომ ბოიკოტი შედგა”, – თქვა გიგი უგულავამ

 “2020 წლის შეფასება ნაადრევია, მას შევაფასებთ 20221 წელს, როდესაც ხელისუფლებას გავისტუმრებთ პოლიტიკის მწვერვალებიდან, ძალაუფლებას დავუბრუნებთ ხალხს და ამ საარჩევნო სახელმწიფო გადატრიალების მავნე შედეგებს აღმოვფხვრით ხალხი და პოლიტიკური სპექტრი ერთად. რაც ვერ გავაკეთეთ 2020, ვერ მოვიცილეთ ბიძინა ივანიშვილი, მოვცილებთ 2021-ში”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი 

“ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ის, რომ მთლაიანად ჩამოშლილია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა და ჩვენი დაავადებულები სახელწმიფომ ერთი-ერთზე შეატოვა ჩვენ გმირ ექიმებს, რომლებიც ერთი-ერთზე ებრძვაინ ამ მძიმე დაავადებას და მათ ზურგს არ უმაგრებს სახელმწიფო და ჯანდაცვის სისტემა. მეორე, პოლიტიკური ნაწილი 31 ოქტომბერს იყო უმძიმესი, როცა ჩვენ მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი”, – თქვა ენმ-ს ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოეგაბა ხელისუფლება გონს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება. 

“მივიღეთ, სამწუხაროდ, რაც ვერც წარმოგვედგინა, კომუნისტური, ერთპარტიული პარლამენტი ქართული ოცნება საბოლოოდ გაფორმდა, როგორც კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე, საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის მოწინააღმდეგე”, – ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი, გიორგი კანდელაკი. 

“ლელოს” წევრის, საბა ბუაძის თქმით, სამწუხაროა, რომ 2020 ისე დასრულდა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო. 

2021 წელს ოპოზიცია მაინც ელოდება ცვლილებებს და მთავარ მოთხოვნად ისევ ახალი არჩევნების ჩატარებას ტოვებს.

სიახლეები

დათაშვილი მოვინახულეთ, რეაგირებისთვის პროკურატურას და შსს-ს მივმართეთ – სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის წარმომადგენლებმა 27 ივნისს საპატიმროში ნინო დათაშვილი მოინახულეს, რის შემდეგაც...

შსს-მ 3 პირი იარაღის უკანონო ტარების, წინააღმდეგობის გაწევისა და ცრუ ჩვენებისთვის დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის...

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...