მთავარისიახლეებისამართალიბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა [Video]

Published on

ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, ხოლო, დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას.ბიძინა ესებუას ადვოკატი კი ამბობს, რომ პოლიცია მიმალვაში მყოფ ბადრი ესებუაზე ზეგავლენას ძმის დაკავებით ცდილობს. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების უკანონო ტარებისთვის დააკავეს. შსს-ს მტკიცებას, რომ ის ძმას, ბადრის უნდა შეხვედროდა,  რასაც ოჯახი უარყოფს. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ბადრი ესებუას თვეზე მეტია ეძებს. თავდასხმა ბანკის ფილიალზე 21 ოქტმობერს მოხდა. შეარაღებული ესებუა ბანკში შეიჭრა, მძევლები აიყვანა, ფული და უსაფრთხოების კორიდორი მოითხოვა. საბოლოოდ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ბადრი ესებუამ  ნახევარი მილიონი დოლარი  წაიღო და მიიმალა.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...