ამ წუთებში ოპოზიციის ლიდერები ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ინყოფებიან, დღეს მათ დიპლომატებს ახალი წინადადებები უნდა გააცნონ.
“ჩვენ მოვედით შეჯერებული პოზიციიით, რასაც შევთავაზებთ, რამდენიმე პუნქტია და შემდეგ ალბათ ელჩები გააცნობენ ამას ქართულ ოცნებას ჩვენ შეჯერებულ პოზიციას და შემდეგ იქნება მესამე რაუნდი. ვერ გეტყვით რა პუნქტებია”, – თქვა პარტია “მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
რა შედეგით დასრულდება ოპოზიციის შეხვედრა, ამას რამდენიმე საათში გავიგებთ. არსებული ინფორმციით, მოლაპარაკებებს აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ესწრებიან.
,,ამ დროის განმავლობაში, ვცდილობთ სხვადასხვა მხარესთან პროგრესს მივაღწიოთ, დრო იწურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა განუცხადა.
მისივე თქმით, პროგესის მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს.
„ვცდილობთ დისკუსიებმა საბოლოო შედეგის სახე მიიღოს და ვიპოვნოთ გამოსავალი, რომელიც პარტიების შეშფოთებებს უპასუხებს. ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას პროგრესს მივაღწიოთ. ჩვენ როგორც ფასილიტატორები, პოლიტიკური პარტიების ხელში ვართ თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვნახოთ რა შედეგამდე მივალთ”,- განაცხადა ჰარცელმა