მთავარიUncategorizedზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას მისი მოთხოვნების შესრულებისთვის 2 საათის ვადას აძლევს

ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას მისი მოთხოვნების შესრულებისთვის 2 საათის ვადას აძლევს

Published on

ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას 2 საათის ვადას აძლევს. მან ეს განცხადება “მთავარ არხთან” პირდაპირ ეთერში საუბარისას გააკეთა. 

“მთავარს” ექსკლუზიურად ბანკში მყოფი ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია დაუკავშირდა. თავდამსხმელთან გასაუბრებაც მისი საშუალებით მოხერხდა.

შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ მის უპირველეს მოთხოვნას და ტერიტორიიდან სპეცრაზმი არ გაჰყავთ: 

სამართალდამცავებმა არ გააკეთეს არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე, მოთხოვნის მიუხედავად არავინ შემოვიდა. პირველი მოთხოვნა რაც იყო, სპეცრაზმი არ მოხსნეს პერიმეტრიდან, სამართალდამცავებს შემოსვლის წუთებიდან ვესაუბრებით. ვადა არის 2 საათი – ამბობს თავდამსხმელი “მთავართან” 

კითხვაზე, რას აპირებს თუ მისი მოთხოვნები არ შესრულდა, თავდამსხმელი აცხადებს, რომ მძევლების დახოცვას დაიწყებს

სიახლეები

ჩვენი ტერიტორიებიდან ვერ გამოვალთ-ზელენსკი

აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში თქვა,...

ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა

ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსრებლად შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა...

სტრასბურგის სასამართლომ ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (სტრასბურგის სასამართლო) ლექსო რაფავას საქმის განხილვა დაიწყო. სტრასბურგში გაგზავნილი იყო...

3 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნდება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში 31...