მთავარიUncategorizedზუგდიდის ცენტრში სიტუაცია კვლავ დაძაბულია

ზუგდიდის ცენტრში სიტუაცია კვლავ დაძაბულია

Published on

ზუგდიდის ცენტრში სიტუაცია კვლავ დაძაბულია – ბანკის თანამშრომლებისა და მოხმარებლების ნაწილი თავდამსხმელის ხელში რჩება. მცირე ხნის წინ თავდამსხმელმა შენობის დატოვების ნება მისცეს ბანკის ორ თანამაშრომელს – ერთი მათგანი ფეხმძიმეა, მეორე ასაკოვანი ქალი.

შენობა პოლიციელთა ალყაშია, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მძევალთა განთავისუფლების მიზნით

ზუგდიდში შექმნილ სიტუაციას პოლიტიკოსები აფასებენ

ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე ზუგდიდის სპეცოპერაციას 1990-იანი წლების საქართველოს ადარებს და ამბობს, რომ სპეცრაზმი არაორგანიზებულად მოქმედებს.

“90-იანი წლების საქართველოში ხდებოდა ასე, რაც დღეს ხდება. სპეზრამი ახლა წყვეტს რა უნდა გააკეთოს და არ არიან ჩამოყალიბებული, მთელი ქალაქი პანიკაშია, ასეთი შემთხვევა არ გვახსოვს საერთოდ. აქ არიან “ოცნების” წარმომადგენელები და მათ მინდა ვუთხრა, ახლა მძევლების ჯანმრთელობაა მთავარი და ძალიან სირცხვილია ასეთი განცხადებების გაკეთება. დავინახეთ ზუგდიდში, რომ ეს ქვეყანა არ არის უსაფრთხო არავისთვის და შეიძლება ადამიანები აიყვანონ მძევლად. სპეზრაზმი ვერ ამბობს რამდენი ადამიანია შიგნით, ინფორმაციას არ ვფლობთ. ვდგავართ აქ ზუგდიდელები და ჩვენი დახმარება თუ დასჭირდება ხელისუფლებას, მზად ვართ, დავეხმაროთ. თვითონაც სპეზრაზმი აბსოლუტურად დაბნეულია”, – ამბობს ანა წითლიძე. 

გიგი უგულავა, ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი და მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მზადაა, ჩაენაცვლოს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილ მძევლებს. “მე მინდა პოლიციას ვთხოვო და შევთავაზო, რომ ჩავენაცვლო მძევლებს. შენობაში 3 ადამიანია მძევლად დარჩენილი. თუ გვისმენს ახლა გამტაცებელი, იცოდეს, რომ მე ამისთვის მზად ვარ. მოლაპარაკების უფლებამოსილება სახელმწიფოს აქვს”, – ამბობს უგულავა. 

.

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე. უცნობი პირები სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...