მთავარიUncategorized8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, სოხუმი ენგურის ხიდს ხსნის პენსიონერებისთვის - რადიო ,,თავისუფლება''

8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, სოხუმი ენგურის ხიდს ხსნის პენსიონერებისთვის – რადიო ,,თავისუფლება”

Published on

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფლებას აძლევს, გადაკვეთონ ე.წ. საზღვარი, რომელიც, პანდემიის გამო, 8 თვეა ჩაკეტილია.

16 ოქტომბრიდან, კვირაში სამჯერ, პენსიონერები შეძლებენ გადავიდნენ აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე. თუმცა მხოლოდ პენსიის აღების მიზნით და ამის შემდეგ ისევ უკან უნდა დაბრუნდნენ.

როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა უთხრა, პენსიონერებს მხოლოდ ენგურის ხიდის ბოლომდე, საქართველოს პოლიციის საგუშაგომდე მისვლის უფლება აქვთ, სადაც მათ პენსიის გამცემი ლიბერთი ბანკის ავტომობილი ელოდებათ. ადგილზეა გახსნილი აფთიაქის ჯიხურიც. მისივე თქმით, პენსიონერებს გაეროს მისიის ავტომობილი ემსახურება, რომელიც პანდემიისას რეკომენდაციების დასაცავად საჭირო ხსნარებით და პირბადეებით არის აღჭურვილი. ტრანსპორტს მხოლოდ 10 ადამიანის გადაყვანის უფლება აქვს.

„გალში წინასწარ ადგენენ პენსიონერების სიებს. ისინი უნდა მივიდნენ საკუთარი სოფლის გამგებელთან, რომელიც შეადგენს სიას და გრაფიკს. ამის მიხედვით ხდება მათი გამოშვება, კვირაში მხოლოდ სამჯერ. აქეთ ზუგდიდში ან სადმე წასვლის უფლება მათ არ აქვთ. აფხაზური პოლიციაც იქაა და აკონტროლებს ყველაფერს. ძალიან დიდი შვებაა ეს ხალხისთვის“, – ეუბნება გალელი რესპონდენტი რადიო თავისუფლებას. მას უსაფრთხოების დაცვის მიზნით ვინაობის გამხელა არ სურს.

ინფორმაციას პენსიონერებისთვის დაწესებულ შეღავათზე ავრცელებს აფხაზური გამოცემა „ნუჟნაია გაზეტაც“. მისი ცნობით, ე.წ. საზღვრის გადაკვეთა და უკან დაბრუნება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ეგიდით ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს არის ნებადართული.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, პანდემიის გამო, ენგურის ხიდი 14 მარტს ჩაკეტა და მას შემდეგ მხოლოდ ცალმხრივად რამდენჯერმე გახსნა, „საკუთარი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად“. ენგურის ხიდის ჩაკეტვამ იზოლაცია გამოიწვია გალის რაიონის, რომელშიც ძირითადად ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. მათ, განსაკუთრებით, შეექმნათ მედიკამენტების დეფიციტი. ისინი ადგილზე ვერ სარგებლობდნენ საქართველოს საპენსიო ბარათით და ვერ იღებდნენ კუთვნილ პენსიას.

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე. უცნობი პირები სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...