მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განმარტებით, აქედან 5 შემთხვევა ეკუთვნის ოკუპირებულ საბერიოს, 2 არის ფოთის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2 ზუგდიდი, მათგან ერთი არის ორი დღის წინ დადსტურებული დარაჯის კონტაქტი,  მეორე კი რუხის მოსწავლის კონტაქტია (მისი ოჯახის წევრია). რაც შეეხება მეათე ინფიცირებულს ის ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრია, რომელიც ხობში რამდენიმე დღის წინ დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია.

 რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში  301 ნიმუშის, ხოლო სენაკის ლაბორატორიაში 110 ნიმუშის გამოკვლევა ჩატარდა. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა. სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს  159 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდ პაციენტი, აქედან 8-ის მდგომარეობა შედარებით  მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 24 კოვიდპაციენტი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 130 ადამიანი.

სიახლეები

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...

კობახიძემ მდინარაძეს “სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის” წოდება მიანიჭა

ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე პოლკოვნიკის" წოდება მიანიჭა - ამის შესახებ კობახიძის...

უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური...