მთავარისიახლეებიკობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის მილოცვის წერილი გაუგზავნა

Published on

ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.

“საქართველოს მთავრობის სახელით, გილოცავთ ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევას. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორ ქვეყანას და ხალხს შორის ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პარტნიორულ ურთიერთობებს. ირანელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობასა და კეთილდღეობას”, – წერია მილოცვაში.

თებერვლის ბოლოს აშშ-მ და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ერთობლივად წამოიწყეს მასშტაბური იერიშების კამპანია. პირველადი დარტყმების შედეგად ისრაელმა მოკლა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი და კიდევ 40-მდე სამხედრო მეთაური და მაღალჩინოსანი.

აიათოლა ალი ხამენეის მოკვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ ირანის რეჟიმის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად ხამენეის შვილი, 56 წლის მოჯთაბა აირჩიეს.

მოჯთაბას არჩევის შემდეგ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერით “კმაყოფილი არ არის”.

გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ წამოწყებული იერიშების სამიზნე მოჯთაბა ხამენეიც იყო, თუმცა, ისრაელის შეფასებით, ის დარტყმების დროს მხოლოდ დაიჭრა.

სიახლეები

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...

“ოცნება” საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრებების კონტროლს იწყებს

შინაგან საქმეთა სამინისტროში იქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში გამოთქმული მოსაზრების სისტემური...

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....