მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ზუგდიდში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა [Video]

Published on

ზუგდიდში covid 19-ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 1 არის უცხოეთიდან შემოსული, 2 არასრულწლოვანია რეპეტიტორის კლასტერიდან, 1 კარანტინში გამოვლინდა, 1 კი ცაიშის სკოლის მიკროავტობუსის მძღოლია, ამიტომ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ცაიშის საჯარო სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე, ისევე როგორც ქარიატის საჯარო სკოლა.

რაც შეეხება რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობას, 114 მოქალაქეს შეადგენს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 77 კოვიდინფიცირებული პაციენტი, აქედან 6-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში კი 39 კოვიდპაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, 4 მოქალაქე გამოჯანმრთელდა მათგან 3 ზუგდიდი, 1 კი ხაიშის სკოლის მოსწავლეა.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...