მთავარისიახლეებიენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

Published on

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, “რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას”.

ენმ ემიჯება პარტნიორ პარტიებზე თავდასხმას და პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მოუწოდებს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები.

“2026 წლის 2 მარტს, დემოკრატიულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ოპოზიციის ალიანსის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენს საერთო ხედვას, სტრატეგიასა და მიზნებს განსაზღვრავს.

შეთანხმება აგრეთვე განსაზღვრავს პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების და ქცევის პრინციპებს, რომელიც ხელმომწერ პარტიებს ავალდებულებს თავი შეიკავონ იმგვარი საჯარო განცხადებებისგან, რომელიც ემსახურება ალიანსის სხვა წევრი პარტიის დელეგიტიმაციას, რეჟიმთან და საქართველოს გარე მტრებთან გარიგების ბრალდებას, ერთმანეთის ცილისწამებას, ასევე ნებისმიერ თავდასხმასა და დისკრედიტაციას.

გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: ერთიანი ნაციონალირი მოძრაობა მიღწეული შეთანხმების ერთგულია, რაც გამორიცხავს პარტნიორ სუბიექტებზე ნებისმიერი სახის თავდასხმას.

ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე და მოვუწოდებთ პარტიის ყველა წევრსა და მხარდამჭერს, დაიცვან აღნიშნული შეთანხმების წესები და მთელი ძალისხმევა ივანიშვილის დიქტატორული რეჟიმის დასასრულებლად “ოპოზიციის ალიანსის” გაძლიერებასაკენ მიმართონ”. – ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.

10 მარტს, ენმ-ს წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გააზიარა, რომელშიც საუბარი იყო ოპოზიციის ალიანსში შემავალ თავისუფლების მოედანზე და მათი წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომ მათ ენმ-ს ხელისუფლებასთან კავშირი არ ჰქონიათ. “ლატენტურიც აღარ ეთქმით, კოლექტიური ქოცისტანის ნაწილია ეს ხალხი!” – დაწერა ცისკარიშვილმა თავისუფლების მოედანზე.

პოსტის კომენტარებში პარტია ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს უთხრა, რომ ის ოპოზიციის შეთანხმებას არღვევს: “რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! დანარჩენს ალიანსში თქვენს წარმომადგენლებთან გავარკვევთ” – დაწერა ჩერგოლეიშვილმა, რაზეც ციკარიშვილმა უპასუხა: “მოდი, ტოლი ნახე კოჭი გააგორე რა”.

სიახლეები

POLITICO- ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე

Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურულ შეხვედრაზე მკვეთრად...

HRW-ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch წერს, რომ ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ ის, თუ...

პოლონეთში 5 თვის ბავშვი დაიღუპა – დაკავებულია ქართველი დედა, მამაზე კი ძებნა გამოცხადდა

პოლონეთის ქალაქ პოზნანის საავადმყოფოში 5 თვის ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს  ადგილობრივი...

ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე! – მოკლული მასწავლებლის დედა

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე მადლობას უხდის საქმის მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს, პროკურორებსი და გამომძიებლების...