სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში მეუფე საბას ოჯახი დააყაჩაღეს [Video]

0
621

წუხელ, გვიან ღამით სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე საბას (გიგიბერია) ოჯახი ჯერჯერობით დაუდგენელმა სამმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელებმა ოჯახიდან ტექნიკა და გარკვეული ოდენობის თანხა წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავეთა დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

წინა სტატიააი, თურმე რატომ უჩვენებდნენ ძველი მეგრელები კბილებს მთვარეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება იქცა კლეპტოკრატიულ ოლიგარქიად, რომელიც ანადგურებს ამერიკულ ინვესტიციებს – ფრონტერა მორიგ განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური