მთავარისიახლეებისაზოგადოებაივანიშვილის პირობებში საქართველო ვერ დააღწევს თავს საბჭოთა მენტალობას და რუსეთის ორბიტას -გიგი...

ივანიშვილის პირობებში საქართველო ვერ დააღწევს თავს საბჭოთა მენტალობას და რუსეთის ორბიტას -გიგი უგულავა [Video]

Published on

პუტინის რუსეთი არის დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს მტერი და აქ არ შეიძლება არსებობდეს ორი აზრი”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ენგურის ხიდზე, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

უგულავას თქმით, საქართველო არასდროს იქნება დაჩოქილი, ყოველთვის იბრძოლებს თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, მშვიდობისთვის და კეთილდღეობისთვის.

„ეს არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და ტრაგიკული დღე, როდესაც რუსეთის ფედერაცია შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში და დაგვიტოვა ტკივილი, დახოცილი ადამიანები, უამრავი დევნილი და გააცოცხლა ის ჭრილობა, რომელიც 90-იანი წლებიდან გვტანჯავდა. ადამიანები, რომლებიც ამ დღეს დაგვაკლდნენ ზეციურ საქართველოს შეუერთდნენ, ამ ადამიანების ხსოვნა ჩვენი ვალია და ამ ადამიანების დაწყებული საქმე ჩვენი გასაკეთებელი იქნება, სანამ მიზანი არ იქნება ბოლომდე მიყვანილი. ზუგდიდში განსაკუთრებით იგრძნობა ოკუპაციის სიმძიმე და ოკუპაციის ცოდვა, აქედან ერთი ხელის გაწვდენაზეა ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ მთავარი ბრძოლა მოგვიწევს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის”, – განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით, ამასთანავე, დღეს საქართველოს აქვს ისეთი გამოწვევა, რომელიც მოიცავს ქვეყნის თავისუფლებას და დემოკრატიას.

„აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია, მაგრამ, ამასთანავე, გამოწვევა დღეს, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს, მოიცავს მთლიანად ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს დემოკრატიას. საქართველოს დღეს მართავს ადამიანი, რომელიც არის მენტალურად საბჭოთა, გეოპოლიტიკურად რუსი, საზოგადოებრივად აღზევებული მდაბიო და პერსონალურად მატყუარა. პირველი ორი კომპოტენტია ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარი. ივანიშვილის პირობებში საქართველო ვერ დააღწევს თავს პირველი – საბჭოთა მენტალობას და საბჭოთა ტრადიციას და მეორე – რუსეთის ორბიტას. ეს კარგად უნდა გვესმოდეს და ეს არჩევანია დღეს გასაკეთებელი აქ ზუგდიდში და მთელ საქართველში. ჩვენ შეგვრცხვება იმ მსხვერლის, რომელიც ქვეყანამ გაიღო, თუ 12 წლის შემდეგ შევეგუებით იმას, რომ გეოპოლიტიკურად რუსი მართავს დღეს ქვეყანას“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

სიახლეები

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცენდენტოა – ქარტია სანაიაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო ზომებს ფორმულასა...