მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი უგულავამ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო

გიგი უგულავამ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო [Video]

Published on

,,ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ზუგდიდში საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. უგულავას თქმით,  ის ერთვება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში და  სწორედ ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს ოლიგარქის  დამარცხება. ევროპული საქართველოს კანდიდატი ასევე  გამოეხმაურა რომან გოცირიძის განცხადებას, მეორე ტურთან დაკავშირებით, სადაც გოცირიძის თქმით, კარგი იქნება უგულავას და ენმ-ს კანდიდატის დაპირისპირება, რა დროსაც გაიმარჯვებს ენმ-ს კანდიდატი,  უგულავას განცხადებით, ის სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, რადგან მისი თქმით, ის არის ოპოზიციის მთავარი  კანდიდატი ზუგდიდში.

ცნობისთვის, პარტია ,,ევროპულმა საქართველომ“ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად გიგი უგულავა გუშინ დაასახელა, ასევე ცნობილია რომ სამეგრელოს სხვა ოლქებში – ფოთში, სენაკსა და ხობში   გიგა ბოკერია , ხოლო წალენჯიხა- ჩხოროწყუ-მარტვილსა  და აბაშაში   ლელა ქებურია იბრძოლებენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...