დაუსრულებელი წყალმომარაგების პროექტი და ჯვარელები წყლის მოლოდინში [Video]

0
1069

ჯვარის მოსახლეობას 2019 წლიდან უწყვეტი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა, თუმცა პროექტი დღესაც დაუსრულებელია და მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება . მოსახლეობის აზრით პროექტს , ამ ხელისუფლების პირობებში დასასრული არ უწერია .ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას შეასრულონ დანაპირები .
პრობლემის შესახებ იციან მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია ამბობს, რომ მერიას მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქცია აქვს ამ პროექტში და უწყებაც ელოდება მიმდინარე წელს პროექტის დასრულებას.
„ოდიშინიუსთან“ პრობლემაზე საუბრობს მოძრაობა „ხმას“ ერთ-ერთი ლიდერი ,ირაკლი ხარჩილავაც. მისი თქმით, ჭაბურღილები იმ ადგილას არის გაკეთებული სადაც, ჩაედინება ჯვარის კანალიზაცია ,ასევე ახლოს მდებარეობს ქათმების ფერმა და მისი ნარჩენებიც იქ იყრება. ორგანიზაცია აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„ოდიშინიუსი“ ,,შეაჩერე კოროფციის „ დაფუძნებელს ,ვატო გელაშვილს ესაუბრა, რომელმაც განმარტა, რომ პოექტის დასრულება მიზანმიმართულად ჭიანურდება არა მხოლოდ ჯვარში,არამდე მთელ საქართველოში, დროსი გაწელვა აწყობთ კონკრეტულ პიროვნებებს და კომპანიებს- განაცხადა გელაშვილმა.
ჯვარში წყალმომარაგების სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია AS Inshaat” LLC (ას ინშაატი) ახორციელებს, ოდიშინიუსი იმყოფოებოდა კომპანიის ოფისში,რომელიც ჯვარში მდებარეობს, თუმცა დაცვამ გადამღებ ჯგუფს უთხრა, რომ ადგილზე არავინ იმყოფებოდა და ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცა.
ცნობისთვის ,ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელებისთვის ჯვარის ზონისთვის ჯერ 19 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო შეცვლილი ღირებულებით ის 27 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიან, ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებდა. პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.

წინა სტატიაზუგდიდის თეატრმა პრემიერა გამართა [Video]
შემდეგი სტატიადავით რობაქიძის პოეზიის საღამო ზუგდიდში [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური