მთავარისიახლეებისაზოგადოებაბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

Published on

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი 6 თეთრით გაძვირდა-ინფორმაციას BPN ავრცელებს და წერს, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მათივე ცნობით, მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ – 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის 91 თეთრამდეა გაზრდილი. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით, დიზელი – 54.5%-ით, ხოლო გაზის საწვავი – 0.6%-ით არის გაძვირებული.
დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Gulf
G-Force სუპერი – 4.59 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.55 ლარი) – ზრდა 4 თეთრი;
G-Force პრემიუმი – 4.27 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.17 ლარი) – ზრდა 10 თეთრი;
ევრო რეგულარი – 3.97 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.89 ლარი) – ზრდა 8 თეთრი;
G-Force ევრო დიზელი – 4.95 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი);
ევრო დიზელი – 4.87 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.87 ლარი).
Wissol
ეკო სუპერი – 4.54 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.54 ლარი);
ეკო პრემიუმი – 4.16 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.16 ლარი);
ეკო დიზელი – 4.99 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.93 ლარი) – ზრდა 6 თეთრი;
ევრო დიზელი – 4.95 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.89 ლარი) – ზრდა 6 თეთრი;
ევრო რეგულარი -3.94 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.94 ლარი).
Rompetrol
Efix სუპერი – 4.56 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.56 ლარი);
Efix ევრო პრემიუმი – 4.16 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.16 ლარი);
Efix ევრო რეგულარი – 3.88 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.88 ლარი);
Efix ევრო დიზელი – 4.97 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.97 ლარი);
ევრო დიზელი – 4.89 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.89 ლარი);
Lukoil
სუპერი – 4.55 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.55 ლარი);
პრემიუმი დანამატებით – 4.15 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.15 ლარი);
რეგულარი – 3.90 ლარი (1-ლი ოქტომბრის 3.90 ლარი);
ევრო დიზელი – 4.92 ლარი (1-ლი ოქტომბრის 4.92 ლარი).
Socar
ნანო სუპერი – 4.50 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.50 ლარი);
ნანო პრემიუმი – 4.15 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.15 ლარი);
ნანო ევრო რეგულარი – 3.86 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.86 ლარი);
ევრო 5 დიზელი – 4.86 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.86 ლარი);
ნანო ევრო 5 დიზელი – 4.94 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.94 ლარი);
Portal
სუპერი – 4.24 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.24 ლარი);
პრემიუმი – 4.04 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.04 ლარი);
ევრო რეგულარი – 3.84 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 3.84 ლარი);
ევრო დიზელი – 4.79 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.79 ლარი);
ეფექტური დიზელი – 4.69 ლარი (1-ლი ოქტომბრის ფასი 4.69 ლარი).

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...