მთავარისიახლეებისაზოგადოებაარა ცემენტის ქარხანას! - ენგურქაღალდკომბინატში აქციის მონაწილეებმა პეტიცია შეიმუშავეს

არა ცემენტის ქარხანას! – ენგურქაღალდკომბინატში აქციის მონაწილეებმა პეტიცია შეიმუშავეს [Video]

Published on

ზუგდიდში, ენგურქაღალდკომბინატის ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობის თქმით, ცემენტის ქარხანა შენდება, აქცია გაიმართა. აქციას ორგანიზებას „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია უწევდა. მისი თქმით, ქარხნის მშენებლობაზე ნებართვა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერაა გაცემული, თუმცა, როგორც ჯგუშია ამბობს, აქ მითითებულია ფაიფურში, დემურიას ქუჩა, ქარხანა კი ჯანაშიას ქუჩაზე შენდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა ახლოსაა და თან, მჭიდროდ დასახლებული, ქარხნის მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. მათი თქმით, არ დაუშვებენ ჯანმრთლობისთვის საზიანო ქარხნის მშენებლობას. ადგილობრივ თვითმმართველობაში კი  ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ცემენტის ქარხნის მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა და გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.  საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მერიას ცემენტის ქარხნის მშენებლობაზე ნებართვა არ გაუცია და შესაბამისად ვერც სამუშაოები განხორციელდებოდა.  აქციის მონაწილეებმა დღესვე პეტიცია შეიმუშავეს, ისინი მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, გარემოს დაცვის და ჯანდაცვის მინისტრებს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, შეაჩერონ მშენებლობა აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელსაც კომპანია „ცემენტ  კოლხეთი“ ახორციელებს. ადგილობრივების თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ხელისუფლება მათი მოთხოვნის საფუძველზე ზომებს არ მიიღებს, პერმანენტულ და ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

სიახლეები

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცენდენტოა – ქარტია სანაიაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო ზომებს ფორმულასა...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდა

როგორც ევროკავშირის დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტთან დაკავშირებით...

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დავაკავეთ-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, იუმორისტ ონისე ოქრიაშვილზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ...

ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები

ცნობილი ხდება ვერაზე მომხდარი სროლისა და მკვლელობის ახალი დეტალები | ინტერპრესნიუსი წერს, რომ თავდაპირველად...