მთავარისიახლეებისამართალიწალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას პატიმრობა შეეფარდა

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას პატიმრობა შეეფარდა [Video]

Published on

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიასა და საკრებულოს აპარატის სამდივნოს უფროსს მათე ღვინჯილიას პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეეფარდებაზე გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ნატრული აკობიამ გაითვალისწინა  პროკურატურის შუამდგომლობა. რაც შეეხება დაკავებულების უფლებადამცველებს, მათ სასამართლოს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ცნობისათვის , ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  თემურ და მათე ღვინჯილიები ჯგუფურად, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.

თემურ ღვინჯილია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის სამსახურებრივი მანქანით კონტრაბანდული სიგარეტის გადაზიდვის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...