მთავარისიახლეებისაზოგადოებალელო ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა გამართა ბრიფინგი, რომელიც ეძღვნებოდა იმ...

ლელო ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა გამართა ბრიფინგი, რომელიც ეძღვნებოდა იმ მძიმე პრობლემას, რომელიც არის შექმნილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე [Video]

Published on

ლელო ზუგდიდის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ახვლედიანმა გამართა ბრიფინგი, რომელიც ეძღვნებოდა იმ მძიმე პრობლემას, რომელიც არის შექმნილი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ახვლედიანის განცხადებით, პანდემიამ და მისგან გამოწვეულმა რეგულაციებმა მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილი მოსახლეობა,უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ისინი იღებდნენ სოციალურ დახმარებას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შესაბამისად მათ ჰქონდათ ბარათები, სადაც ერიცხებოდათ თანხები. თითოეული სოციალური ბარათი დევნილისთვის მინიჭებულია 6 წლიანი ვადით,მაგრამ მისი სამომხმარებლო ვადა 1 წლით განისაზღვრება. გამომდინარე აქედან, გალში მცხოვრები ქართველი მოსახლეობა დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებს საზღვრის გადმოკვეთას.
ახვლედიანი მოუწოდებს სახელმწიფოს, სირაქლემას პოზიცია შეცვალოს, შეიმუშაოს კონკრეტული გეგმა, რათა დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ მოსახლეობას.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...