მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წელს 6 ინტეგრირებული პროფესიული ...

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი წელს 6 ინტეგრირებული პროფესიული პროგრამის განხორციელებას დაიწყებს [Video]

Published on

შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი რეგიონში ერთ-ერთი უძლიერესი საგანმანათლებლო ცენტრია, რომlის ბაზაზეც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება. წელს აქ ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ  ინტეგრირებულ პროგრამებს დაეუფლონ. ახალი პროგრამები საბაზო განათლების მქონე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი მიიღონ. პროგრამების შესახებ ვრცლად ისაუბრა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა შეხვედრაზე, რომელიც უნივერსიტეტში ადგილობრივი ხელისუფლების მონაწილეობით გაიმართა.წელს უნივერსიტეტი 6 ინტეგრირებული პროფესიულ  პროგრამის განხორციელებას დაიწყებს,მომავალში კი ეს რიცხვი გაიზრდება. ასევე პროფესიული სასწავლებლისთვის ცალკე შენობა აშენდება, რომელიც 250 სტუდენტზე იქნება გათლილი

უნივერსიტეტის რექტორის თეონა ხუფენიას თქმით, ინტეგრირებული პროგრამების დანერგვა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა, რადგან ამით სახელმწიფომ შანსი მისცა ცხრაკლასდამთავრებულებს, დაეუფლონ როგორც პროფესიულ პროგრამებს, ასევე სრულ საშუალო გაანთლებას. გააღზელონ სწავლა სურვილის შემთხვევაში, ან გავიდნენ შრომის ბაზარზე.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...