მთავარიUncategorizedმედიაგარემოს უდიდესი ზიანი ემუქრება - ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის'' მაუწყებლობის და ელექტრონული...

მედიაგარემოს უდიდესი ზიანი ემუქრება – ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს

Published on

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებს. ცვლილებები კომუნიკაციების კომისიას ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციებში დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებას მისცემს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს, მისი მიღება კი მედიაგარემოს უდიდეს ზიანს მიაყენებს.

მოწოდებით, მთავრობამ გაიწვიოს ინიციატივა, ხოლო პარლამენტმა არ დაუშვას კანონპროექტის დამტკიცება, კოალიცია ტელე და რადიო მაუწყებლებთან ერთად, ხვალ, 10 ივლისს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება და პრესკონფერენციასაც გამართავს.

ცვლილებები, რომელიც პარლამენტშია დარეგისტრირებული და რომლის განხილვაც პარლამენტმა ხვალ, 10 ივლისს უნდა დაიწყოს, უფლებამოსილებას მიანიჭებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, კომისიის მიერ ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ ორგანიზაციებში დროებითი მმართველი დანიშნოს.

კანონპროექტის მიხედვით, “თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას”.

სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე, სადაც 11 ნოემბერს ტრადიციული სამგლოვიარო პროცედურა...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...