მთავარისიახლეებისაზოგადოებამკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - გარდაცვლილი 27 წლის ზუგდიდელი ვახტანგ გულუას...

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – გარდაცვლილი 27 წლის ზუგდიდელი ვახტანგ გულუას ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა [Video]

Published on

ზუგდილელი 27 წლის გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩართვას აპირებს საქმეში  და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს, რადგან მათ არ სჯერათ გამოძიების ვერსიის, თითქოს მამაკაცი, რომელიც შეყვარებულთან მიდიოდა, მეოთხე სართულიდან ჩამოვარდა.  ოჯახის  თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლულია, რადგან გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი  ეტყობა, რომელსაც ის სახურავიდან გადმოვარდნის შედეგად ვერ მიიღებდა.   გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი მოითხოვს ყველა იმ პირის დაკითხვას  ვისაც, შესაძლოა, საქმესთან კავშირი ჰქონდეს. შემთხვევა თბილისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინის მიმდებარედ მოხდა. ოჯახის  ინფორმაციით, შემთხვევიდან ერთ საათში სახანძრო მანქანა  მივიდა  და მორეცხა ტერიტორია .  მათივე თქმით, მომხდარის შესახებ მათ მეორე დღეს შეატყობინეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...