მთავარისიახლეებისაზოგადოებაბინებით დაკმაყოფილების მოლოდინში მყოფი დევნილები

ბინებით დაკმაყოფილების მოლოდინში მყოფი დევნილები [Video]

Published on

ზუგდიდში, კომბინატის უბნის ე.წ ვექტორის დასახლებაში, ნგრევად და სიცოცხლისთვის საშიშ კორპუსებში 70-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. საცხოვრებლად უვარგის და ავარიულ შენობაში მცხოვრები დევნილების თქმით, ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება. რაც შეეხება დევნილების საცხოვრებელ პირობებს, შენობა თითქმის დანგრევის პირასაა, ზოგიერთ ადგილას კარებისა და ფანჯრების ნაცვლად, ფარატინა ფიცრები და ცელოფნებია აკრული. საპირფარეშო გარეთ დაახლოებით 50 მეტრის მოშორებითაა, რაც განსაკუთრებით პრობლემურია შშმ დევნილი პირებისთვის. ისინი ანტისანიტარიაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ეზოში ბავშვების სათამაშოდ გაშვება საშიშია, რადგანაც ყველაფერი მოუწესრიგებელია. დევნილთა უმთავრეს პრობლემად სწორედ გრძელვადიანი განსახლება რჩება. ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს უკვირთ თუ რა კრიტერიუმებით ხდება დევნილთათვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა, როცა ისინი წლებია განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფ ობიექტებში ცხოვრობენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში განმარტება გააკეთეს და გვითხრეს, რომ ნგრევადი ობიექტების მოკვლევაზე სპეციალურად დევნილთა სააგენტო მუშაობს და პირველ ეპატზე ამ სახის ობიექტებში მცხოვრები დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება მოხდება.

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...