მთავარისიახლეებისინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

Published on

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ წუთებში შეჩერებულია.

გორგაძე დარბაზიდან გაიყვანეს, მას სასამართლოს ექიმი სინჯავს.

ფაქტს ბრალდებულის დედა დარბაზშივე გამოლეხმაურა და მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს მიმართა.

„გული გაქვთ? ადამიანი ხართ? ან იქით გაუშვით, ან აქეთ“, – განაცხადა გორგაძის დედამ.

დედა ითხოვს მისი შვილი აჩვენონ.

ბრალდებულის დედის მიმართვის ადრესატი პროკურორიც იყო. მისი პროტესტი ბრალდების მხარის სიჩუმემ და უმოქმედობამ გამოიწია:

„არ გრცხვენიათ, ზიხართ ჩუმად!“, – განაცხადა გორგაძის დედამ.

სხდომის დარბაზი პროცესის განახლებამდე ყველა პირს დაატოვებინეს.

საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების დროს დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს.

სიახლეები

1-2 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, 1-2 ივლისს აზერბაიჯანსა და სომხეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავა...

ნათია თურნავამ 2025 წელს 392 700 ლარის ხელფასი აიღო

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ანაზღაურება 392,689 ლარამდე გაიზარდა, რაც 2024 წელს მიღებულ ანაზღაურებას 43.6...

ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურთან აქცია მიმდინარეობს

ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პენიტენციურ სამსახურთან საპროტესტო აქცია იწყება. ადგილზე უკვე შეიკრიბნენ...

აქტივისტი, ვინც Facebook-ზე ივანიშვილი დაწყევლა, 3000 ლარით დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის წყევლის გამო, სამოქალაქო აქტივისტს, თამარ გიორგაძეს 3000 ლარიანი ჯარიმა...