მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალური საწარმო ზუგდიდში, სადაც შშმ პირებია დასაქმებული, პანდემიის დროსაც შეუფერხებლად მუშაობდა

სოციალური საწარმო ზუგდიდში, სადაც შშმ პირებია დასაქმებული, პანდემიის დროსაც შეუფერხებლად მუშაობდა [Video]

Published on

სოციალური საწარმო სამკერვალო-სახელოსნო „ჰანგი“ ზუგდიდში უკვე მეოთხე წელია ფუნქციონირებს. საწარმო  შრომის ბაზარზე შშმ პირების გადამზადებას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას და დასაქმებას ემსახურება და ხელს  უწყობს ბენეფიციართა თვითრეალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, აუმჯობესებს მათ ფსიქო-სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ადგილობრივ წარმოებას, რაც თავის მხრივ პოზიტიურ გავლენას ახდენს შშმ პირთა შესაძლებლობის წარმოდგენაზე საზოგადოებაში. ადგილზე საწარმოში 3 შშმ პირია დასაქმებული, პროექტი სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება.პანდემიის პერიოდში საწარმოს მუშაობა არ შეუწყვეტია, ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით აქ პირბადეების შკერვა დაიწყეს, სრული დატვირთვის საწარმო ვერც ახლა მუშაობს, რადგან როგორც ასოციაცია „ჰანგის“ ხელმძღვანელი ამბობს, შეკვეთების რაოდენობამ იკლო და შესაბამისად თანამშრომლების ნაწილს დროებით მუშაობის შეჩერებამ მოუწია.საწარმოს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღებას შეძლებთ. გარდა ტანისამოსის  შეკერვისა, აქ შემოგთავაზებენ ტანისამოსზე ნაქარგების გაკეთებას, თერმული გზით სასურველი ლოგოების თუ სურათების დატანას, ბრენდირებული პროდუქტის შექმნას და სხვა. შეგიძლიათ დაამზადებინოთ ბავშვების აქსესუარები მათი სახელებით, გერბებით, სხვადასხვა ნახატებით, მძივებით, შეუკვეთოთ რომელიმე დღესასწაულთან დაკავშირებული მოხატულობა, შეკეროთ უნიფორმები და გააფორმებინოთ საკუთარი კომპანიის ლოგოთი ან თუნდაც შეარჩიოთ საკარნავალო კოსტუმები სასურველი დიზაინით. ეს ერთადერთია, ანალოგიური საწარმო რეგიონში არ ფუნქციონირებს. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...