მთავარისიახლეებისაზოგადოებადამწყები მეწარმე აფხაზეთიდან, რომელმაც საქმიანობა პანდემიის დროს დაიწყო

დამწყები მეწარმე აფხაზეთიდან, რომელმაც საქმიანობა პანდემიის დროს დაიწყო [Video]

Published on

პანდემიის პერიოდში სამეგრელოს რეგიონში სულ უფრო პოპულარული გახდა საკარმიდამო ტერიტორიაზე სათბურების აშენება და შესაბამისად, ბოსტნეული კულტურების მოყვანა. 61 წლის ნაზიკო გოგოხიამ, რომელიც ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში ცხოვრობს, პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა და გადაწყვიტა შვილთან ერთად საკუთარ ეზოში ვარდების სათბური აეშენებინა. დროთა განმავლობაში ვარდების გარდა, ბოსტნეული კულტურების ჩითილებიც დათესეს და ამ კუთხით რეალიზება უფრო გაუადვილდათ. როგორც დამწყები ფერმერი ქალბატონი ამბობს, ვარდების ჩაბარება გაუჭირდათ, რადგანაც ბოლო პერიოდში ჩასაბარებელმა ფასმა საკმაოდ დაიწია. ფერმერის თქმით, ამჟამად სათბურში 500 ძირი პომიდორი აქვთ დარგული და ამდენივე ძირი სომხური ჯიშის ვარდი, რომლის ნერგებიც სპეციალურად ქარელიდან ჩამოიტანეს. ამის გარდა, ბადრიჯანისა და წიწაკის ნერგები მთლიანად გაყიდეს, რაც პანდემიის პერიოდში მათი ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. მისივე თქმით, ბადრიჯანი და წიწაკა სითბოს მოყვარული კულტურებია და ერთნაირ პირობებში უფრო ნელა იზრდება, მათი ჩითილების გამოსაყვანად 2-3 კვირაზე მეტია საჭირო. ფერმერი ქალი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სამომავლოდ სასათბურე მეურნეობის გასავითარებლად, რამდენიმე ქალბატონის დასაქმებასაც გეგმავს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...