მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩიჩუას ქუჩაზე, ერთხელ უკვე გაკეთებული საკანალიზაციო მილები ხელახლა გაყავთ

ჩიჩუას ქუჩაზე, ერთხელ უკვე გაკეთებული საკანალიზაციო მილები ხელახლა გაყავთ [Video]

Published on

ზუგდიდში გზების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის დასრულების შესახებ ინფორმაცია ყოველ არჩევნებზე  ხელისუფლების მთავარი საპიარო თემაა,  თუმცა ამ დრომდე  ბოლომდე დასრულებული არც ერთი გზა არაა. მოსახლეობა  მრავალჯერ გადათხრილი ქუჩების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. ამჯერად ჩიჩუას ქუჩაზე,  ასფალტის საფარი მესამედ გადათხარეს და ერთხელ უკვე გაკეთბული საკანალიზაციო მილები ხელახლა გაყავთ. მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობის თქმით, ძველი მილები  ჩადეს, რაც მანქანების მოძრაობის გამო დაიფშვნა და მისი ამოღება აუცილებელი გახდა.ადგილობრივები დანგრეული გზების გამო  პრეტენზიებს ხშირად გამოთქვამენ. ზაფხულის ბუღში მტვერი, წვიმიან ამინდში კი ტალახი მოსახლეობის მთავარი პრობლემაა, მძღოლებს კი მანქანების მუდმივად  შეკეთება უწევთ მოუწესრიგებელი და დანგრეული გზების გამო. ზუგდიდის მერი დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ხდება ერთხელ გაკეთებული საკანალიზაციო და წყლის მილების ხელახლა მონტაჟი, აცხადებს, რომ მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს  და სამუშაოები ტესტირების რეჟიმს გადის

ზუგდიდის მერის პასუხი ადგილობრივევის თქმით, არადეკვატურია, რადგან ამ პროექტებში ხალხის ფული იხარჯება, თუმცა ხელისუფლება ამას არაფერად აგდებს და უხარისხოდ გაკეთებული სამუშაოებისთვის თანხებს ხელმეორედ ხარჯავს.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...