მთავარისიახლეებისაზოგადოებაპანდემიის პერიოდში შექმნილი თემატური ნახატები და თეატრალიზებული ვიდეორგოლი გიორგი ქადარიასგან

პანდემიის პერიოდში შექმნილი თემატური ნახატები და თეატრალიზებული ვიდეორგოლი გიორგი ქადარიასგან [Video]

Published on

აბიტურიენტ გიორგი ქადარიასთვის პანდემიის პერიოდი შემოქმედებითი კუთხით მრავალფეროვანი და შინაარსიანი აღმოჩნდა. ბოლო სამი თვის მანძილზე მან რამდენიმე თემატური ტილო შექმნა და პარალელურად ვიდეო- რგოლებიც გადაიღო. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო, თუმცა როგორც გაგვიმხილა თეატრალურზე აპირებს ჩაბარებას და რა თქმა უნდა ხატვასაც თავს არ დაანებებს. მისი თქმით, წინასწარ არასდროს არ იცის რა თემაზე უნდა დახატოს და ნამუშევრები ძირითადად გრაფიკაში აქვს შესრულებული.
გიორგი ხატვისას უფრო მეტად გუაშებს იყენებს და ბოლო პერიოდში, ნათელ, გამოკვეთილ ფერებს ანიჭებს უპირატესობას.
როგორც ამბობს საკუთარი ნახატები ძალიან უყვარს და გაყიდვისთვის ვერ გაიმეტებს, რადგანაც თითოეული მათგანი მისთვის ღირებული და განსაკუთრებულია, ამასათანავე, ყველას თავისი შინაარსი და ისტორია გააჩნია.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...