მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკრებულოს მიერ 2017-19 წლებში გახარჯული 89,8 ტონა საწვავიდან საკრებულოს თავმჯდომარემ 16.5 ტონა...

საკრებულოს მიერ 2017-19 წლებში გახარჯული 89,8 ტონა საწვავიდან საკრებულოს თავმჯდომარემ 16.5 ტონა მოიხმარა – TI [Video]

Published on

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”   ზუგდიდის საკრებულოს  საქმიანობა შეაფასა. ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ორგანიზაციის დაკვირვებებს.  კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს  2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის ჩათვლით პერიოდს.

კვლევის მიხედვით, საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერიასა და მის მიერ დაფუძნებულ იურდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალური იყო;  საკრებულოს 21 თანამდებობის პირიდან ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის მდგომარეობით 4-მა თანამდებობის პირმა ხარვეზებით შეავსო; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ზუგდიდის საკრებულოში გაცემულმა სახელფასო ანაზღაურებამ  1,952,557 ლარი შეადგინა, ფულადი ჯილდოს სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ჯამში 26,700  ლარი მიიღეს;

ამავე პერიოდიში ზუგდიდის საკრებულომ 89,8 ტონა საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 193,777 ლარი შეადგინა, აქედან 16.5 ტონა (16,531 ლიტრი) საწვავი (ჯამური ღირებულებით – 36,606 ლარი) ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ გახარჯა.

გამჭვირვალობის კვლევას საკრებულოს თავმჯდომარემ უპასუხა, მამუკა წოწერიას თქმით, საწვავის ხარჯები გაზრდილი არ არის და იხარჯება ზუსტად იმდენი, რამდენიც მუნიციპალიტეტეის საქმიანობას ჭირდება

საერთაშორისო გამჭვირვალობა საკრებულოზე რეკომენდაციებს გასცემს, რომლის მიხედვითაც  საკრებულოს გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;საკრებულომ მკაცრად  უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორინეტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეფექტურად ხარჯვაზე.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...