მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილი 29 წლის ნიკა ბართავას ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე და მწვანე...

აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის ნიკა ბართავას ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე და მწვანე კვალის ისტორია [Video]

Published on

აფხაზეთიდან დევნილი 29 წლის ნიკა ბართავა გარემოს დამცველი მოხალისეა. ეკო-აქციებში მას შემდეგ მონაწილეობს, რაც ორგანიზაცია „საუნჯეში“ ამ მიმართულებით მსგავს აქციებში ჩაერთო და შმდეგ უკვე ჩვევად ექცა.ახლა უკვე სამეგრელოს ტურისტულ რეგიონებში დაბინძურებულ ადგილებს საკუთარი ძალებით ასუფთავებს. პანდემიის დროს ფოთში, მეგობართან ჩასულს კოლხეთის ტყე-პარკში დანაგვიანებული დახვდა და იქაურ მოხალისეებთან ერთად ტერიტორია დაასუფთავა.ნიკას ბუნება ძალიან უყვარს , პროფესიით კრიმინალისტ-ფოტოდაქტილოსკოპისტია, გარდა იმისა, რომ მცენარეებს უვლის, ძველ ნივთებს ახალ სიცოცხლეს სძენს და სხვადასხვა აქსესუარებს ქმნის, ბაღის გაკეთების იდეაც ბუნების სიყვარულმა გადააწყვეტინა. ამბობს, რომ ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს. სანამ აფხაზეთში დაბრუნდება, ნიკას სურვილია ეს ბაღი ზღაპრულ ოაზისად აქციოს და აქ მოსულმა თითოეულმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს და დასვენების გარდა, აკეთოს ის საქმე, რაც მას მოესურვება, მხოლოდ ერთი პირობით, ყველა სტუმარმა აქ მწვანე კვალი უნდა დატოვოს.

სიახლეები

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში – რასა იუკნევიჩიენე

ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე გადაასწრებს თავის ბატონებს მოსკოვში - რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას...

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...